ანრი ოხანაშვილი - ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სრული შესაძლებლობა, მონიტორინგი გაუწიონ პროცეს, რათა იცოდნენ, ვის ირჩევს ან არ ირჩევს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ

ჩვენს მოქალაქეებს აქვთ სრული შესაძლებლობა, თვალყური მიადევნონ პროცესს და გაუწიონ მონიტორინგი, რათა იცოდნენ, ვის ირჩევს ან არ ირჩევს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა პარლამენტში უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის შესახებ და აღნიშნა, რომ პროცესი გახსნილი და გამჭვირვალეა.

"ჩვენ ვაგრძელებთ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების უმნიშვნელოვანეს პროცესს. ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც მაქსიმალურად გახსნილად და გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით მიმდინარეობს. ეს არის ხანგრძლივი პროცესი და ჩვენს საზოგადოებას აქვს სრული შესაძლებლობა, ჩვენმა მოქალაქეებმა თვალყური მიადევნონ პროცესს და გაუწიონ მონიტორინგი, რათა იცოდნენ, ვის ირჩევს ან არ ირჩევს საქართველოს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მანვე ისაუბრა 8 ოქტომბერს დაგეგმილი გასაუბრების შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, თამარ ზამბახიძესთან.

„ჩვენ მოვუსმენთ თამარ ზამბახიძეს, გვექნება ყველა ის შეკითხვა, რომელიც უკავშირდება მის პროფესიულ საქმიანობას, ზოგადად, მის საქმიანობას, მის ხედვებს. ეს პროცესიც, ვფიქრობთ, იქნება საინტერესო და ჩვენს საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, პირდაპირ ეთერში თვალ-ყური მიადევნოს მას“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა