„ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება

„ქართული ღვინის ფესტივალი 2019“-ზე მონაწილეთა რეგისტრაცია გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „პალიტრამედია“ ავრცელებს.

„მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, 12 ოქტომბერს 12:00-დან 19:00 საათამდე შარდენზე „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“ გაიმართება. ფესტივალში, რომელიც „პალიტრამედიას“, მედიაპორტალ allwine.ge-სა და “მეიდან ჯგუფის” ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დიდ კომპანიებს, ასევე მცირე მარნებსა და სტარტაპებს.

მეღვინეებისა და მცირე მეწარმეების რეგისტრაცია 9 ოქტომბერს დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ღვინის დეგუსტაციისა და გამოფენა-გაყიდვის გარდა, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ღვინოსთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის პროდუქცია: ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, რომელთა დაგემოვნების საშუალებაც სტუმრებს ასევე მიეცემათ. ამას გარდა, გამოიფინება აქსესუარები, ხელნაკეთი ნივთები, წიგნები.

„ქართული ღვინის ფესტივალი 2019-ის“ გენერალური სპონსორია „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მევენახეობა-მეღვინეობა 2014 წლიდან უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პროგრამა ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ღვინის კულტურა და ისტორია, ღვინის წარმოების ტექნოლოგიები, ქვევრის ღვინო, ღვინის ტურიზმი, ღვინის მარკეტინგი და დეგუსტაციის ხელოვნება. „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ სტენდზე სტუდენტები წარმოადგენენ ღვინის სტუდენტურ ხაზს, რომელიც დაყენებულია საუნივერსიტეტო ბაზაზე მარან „კოლხში“.

ფესტივალის პროგრამა წელს განსაკუთრებით მრავალფეროვანი იქნება. სპეციალურად ქართული ღვინის ფესტივალისთვის დაიდგმება პერფორმანსები, ხალხური ანსამბლებისა და თანამედროვე მუსიკოსების მიერ შესრულდება ქართული სიმღერები, გაიმართება ელის ფეირინგის წიგნის „ღვინის სიყვარულით“ წარდგენა. გასული წლების მსგავსად, დამთვალიერებლები იხილავენ დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლის შოუს. ეს დღე ღვინის მოყვარულებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცევა“, - აღნიშნულია ინფორმაციში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა