ელიზაბეთ რუდი კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვია

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა. ამის შესახებ განცხადება აშშ-საელჩოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

საელჩოს ინფორმაციით, ელიზაბეთ რუდი პალიასტომის ტბას ესტუმრა და პონტონით გაისეირნა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ძალები კაიაკზეც მოსინჯა.

“საქართველოს მთებზე არანაკლები განძია მისი ჭალები. კოლხეთის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ, პონტონით გადაცუროთ პალიასტომის ტბა, კაიაკით აისეირნოთ მდინარე ფიჩორზე, დაათვალიეროთ მკვიდრი და მიგრირებადი ფრინველები და გადაშენების პირას მყოფი მცენარეები და ცხოველები. ბუნების დაცვა დღეს მომავალ თაობებზე ზრუნვას ნიშნავს" - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა