თურქეთის ოპოზიცია - მსოფლიოს ჰეგემონური ძალები თურქეთს რეგიონში საკუთარი პრივილეგიების მოსაპოვებლად იყენებენ

მსოფლიოს ჰეგემონური ძალები თურქეთს რეგიონში საკუთარი პრივილეგიების მოსაპოვებლად იყენებენ, - ამის შესახებ თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის, სახალხო რესპუბლიკური პარტიის პრესსპიკერმა ფაიქ ოზთრაქმა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.

Hurriyet Daily News-ის ინფორმაციით, ოზთრაქმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ საიდუმლო შეთანხმება სირიაში ოპერაციის დაწყების შესახებ აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს მიღწეულია და შეერთებული შტატები ოპერაციას იმ პირობით დასთანხმდა, რომ თურქეთი „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებს მიხედავდა.

„ვხედავთ, რომ საიდუმლო შეთანხმება სირიაში ოპერაციის დაწყების შესახებ თეთრ სახლთან გამართული სატელეფონო საუბრის დროს არის მიღწეული. შეერთებული შტატები ოპერაციას იმ პირობით დასთანხმდა, რომ თურქეთი “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებს მიხედავს,“ - განაცხადა ფაიქ ოზთრაქმა.

მისივე თქმით, სახალხო რესპუბლიკური პარტია ხელისუფლებას სირიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს.

რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სირიაში ანტიტერორისტული ოპერაციის დასაწყებად მზად არის. 6 ოქტომბერს თურქეთმა სირიის საზღვართან დამატებითი ძალები და სამხედრო ტექნიკა გააგზავნა. ვაშინგტონმა კი განაცხადა, რომ შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები არც მხარს უჭერენ და არც ერთვებიან ოპერაციაში.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა