უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთი ცდილობს „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი ჩაშალოს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვადიმ პრისტაინკოს თქმით, რუსეთი ცდილობს, რომ ჩაშალოს „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტი, სადაც მონაწილეობას უკრაინის, საფრანგეთის, რუსეთის და გერმანიის პირველი პირები მიიღებენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„შეხვედრა რამდენჯერმე გადაიდო. პირველად გვითხრეს, რომ ვლადიმერ პუტინს არ შეეძლო დასწრება ტექნიკური მიზეზებით. დღესაც, როდესაც ყველა დანარჩენი შეხვედრისთვის მზადაა, ახალი თარიღი შემოგვთავაზეს. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, რუსეთს არ გამოუხატავს მზადყოფნა ამ ფორმატში შეხვედრისთვის,“-განაცხადა პრისტაიკომ.

შეგახსენებთ, „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრაზე, რომელსაც სავარაუდოდ, პარიზი უმასპინძლებს, ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა უნდა განიხილონ. ფორმულა უკრაინის რეგიონ დონბასისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო:

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს