ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგნელები, ძირითადად ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პრიორიტეტულ პროექტებს ეხებოდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის ენერგეტიკის სექტორში არსებული წარმატებული თანამშრომლობა, არსებული გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.

ნათია თურნავამ ხაზგასმით აღნიშნა მსოფლიო ბანკის როლის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში და მადლობა გადაუხადა მათი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაში, რაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ხელი მოეწერა 62 მლნ ევროს ოდენობის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგომომარაგების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის განხორციელებას. პროექტი ემსახურება ენერგომომარაგების საიმედოობის ზრდას დასავლეთ საქართველოში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსური სიჯანსაღის უზრუნველყოფასა და მის დახმარებას გრძელვადიანი კომერციული დაფინანსების მოპოვებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა