8-9 ოქტომბერს იუდეველთათვის მნიშვნელოვანი დღესასწაული - იომ-ქიფური აღინიშნება

იუდეველთათვის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, იომ-ქიფური 8-9 ოქტომბერს აღინიშნება. ეს არის საყოველთაო მიტევების, ცოდვების გამოსყიდვის დღე, რომელსაც ებრაელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ.

"იომ ქიფური" ებრაელთა კალენდარში ყველაზე წმინდა დღეა, როდესაც ყოველ შემოდგომაზე, როშ ჰაშანას გასვლიდან მეათე დღეს, მსოფლიოს ყველა კუთხეში მცხოვრები ებრაელი ხალხი ყოველგვარ საქმიანობას წყვეტს და მარხულობს. იომ-ქიფური საყოველთაო შენდობისა და მიტევების დღეა, როდესაც ღმერთი გულწრფელი მონანიებისა და განწმენდის შემდეგ ადამიანს ჩადენელი ცოდვებისგან ათავისუფლებს. ასევე, ესაა დღე, როდესაც ადამიანებმა ყოველგვარი წყენა უნდა აპატიონ ერთმანეთს და სიყვარულის საფუძველზე ააგონ ახალი ურთიერთობები.

სადღესასწაულო მსახურება სინაგოგებში მზის ჩასვლამდე ნახევარი საათით ადრე იწყება. იომ ქიფურის წინ სრულდება ქაფაროთის წესი, თეთრი ფერის ქათმით. ქაფაროთების გაკეთება შეიძლება ფულითაც, როცა ქათმის ნაცვლად ფულს შემოივლებენ თავზე, შემდეგ მას ცედაკში წირავენ. მორწმუნეები ამ დღის უმეტეს ნაწილს სალოცავში თორის კითხვასა და ლოცვაში ატარებენ. მოიხსენიებენ მიცვალებულებს, რომლებიც დაიღუპნენ ისრაელის თავდაცვით და განმანთავისუფლებელ ომებში.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს ყველა იუდეველს და განსაკუთრებით, საქართველოს ებრაულ თემს ამ დღეს, სულის სიმხნევეს, სიკეთეს და სიხარულს უსურვებს მათ",- აღნიშნულია რელიგიის საკითხთა სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა