ანა დოლიძე - როგორც ჭაში ჩაგდებული კენჭები, ასე არის ჩვენ სასამართლოში შეტანილი საქმეები

როგორც ჭაში ჩაგდებული კენჭები, ასე არის ჩვენ სასამართლოში შეტანილი საქმეები’’, - განაცხადა იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ სასამართლო სისტემის შეფასებისას.

ანა დოლიძე აცხადებს რომ მან გასულ წელს სააპელაციო სასამართლოში დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, თუმცა ამ დრომდე სასამართლო სხდომა არ დანიშნულა.

„დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში სარჩელი შევიტანე გასული წლის 13 ნოემბერს. გვრიტიშვილმა დამაბრალა, რომ რუსეთის აგენტი ვარ. საპროცესო კანონმდებლობით, სასამართლოს აქვს 5-თვიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში უნდა გამოეტანა გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ყველა ვადა დაარღვია. ეს აიხსნება იმით, რომ სასამართლოს „კლანი“ რომელთანაც დაკავშირებულია დიმიტრი გვრიტიშვილი, ელოდება რომ თვითონ დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო, რადგან ჩემს საქმეს შემდგომ მისივე მოსამართლეები დახვდნენ უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს