ეკატერინე ტიკარაძე  მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონალურ დირექტორს სებასტიან მოლინეუს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით თანამშრომლობის სფეროებზე იმსჯელეს. ამასთან, საუბარი შეეხო ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის და ხარჯეფექტურობის ზრდის საკითხებს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მმართველობის გაძლიერების შესაძლებლობებს, ასევე ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის დონეზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ინოვაციური მიდგომების დანერგვის საკითხებს.

შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნიაც დაესწრო. მისი თქმით, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის.

„ვისაუბრეთ მთელ რიგ პრიორიტეტულ სერვისებზე, რომელშიც შედის პირველადი ასევე ელექტრონული ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება და მმართველობის სისტემის დახვეწა, იმ თვალსაზრისით, რომ ელექტრონული საშუალებების დანერგვის შედეგად სისტემა უფრო გამჭირვალე გახდეს, რაც დადებითად აისახება სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც. ასევე, ვისაუბრეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერვისების გაძლიერებაზე. ამას გარდა, სტრატეგიული მნიშვნელობის ღონისძიებებზე, რომელიც გვჭირდება იმისთვის, რომ სისტემამ მიაღწიოს მდგრადი განვითარების ამოცანებს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა