რომან კაკულია - რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს დივერსიფიცირება ჩვენი სავაჭრო პარტნიორების, რუსეთს თავისი ნიშა აქვს ვაჭრობაში და ეს მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული

დეპუტატი რომან კაკულია მიიჩნევს, რომ რუსეთთან, სავარაუდოდ, 6 თვეში ფრენების აღდგენა საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შედეგია.

როგორც კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთს აქვს გარკვეული ნიშა ვაჭრობის მიმართულებით და ეს ნიშა მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული.

„ფრენების აღდგენა უნდა განვიხილოთ, როგორც ამ (საგარეო საქმეთა მინისტრების) შეხვედრის გაგრძელება. ფრენების აღდგენა მოუტანს საქართველოს იმას, რაც დაკარგა ამ უკანასკნელ პერიოდში: ტურისტების ნაკადს, შემოსავლებს, რომელმაც იმოქმედა ლარსა და ეკონომიკაზე და მის შემდგომ კიდევ უფრო განვითარებაზე, იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი სავაჭრო პარტნიორიც არის. მიუხედავად იმისა, რომ რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს დივერსიფიცირება ჩვენი სავაჭორო პარტნიორების და ეს არის ერთერთი მთავარი მიმართულება, რუსეთს თავისი ნიშა ვაჭრობაში აქვს და ეს ნიშა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული", - განაცხადა რომან კაკულიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა