რომან გოცირიძე - ამაზე მეტი სასაცილო და სატირალი რა უნდა იყოს, როდესაც ვიღაცის მიერ პირადად დაქირავებული ადამიანები განაგებენ საქართველოს ბედს

სამარცხვინოც არის, სასაცილოც და სატირალიც, - ამის შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გრიგოლ ლილუაშვილის ინიცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

იყო ასეთი ძალიან დიადი დრო საქართველოს ისტორიაში, როდესაც იყო ქართული ჰეგემონია ჭადრაკში და მაშინ ასეთი მეგობრული შარჟი იყო დახატული ერთ-ერთ ჟურნალში და ეწერა შემდეგი ლექსი: აი ჩვენი სამაია: ნანა, ნონა და მაია".

აი ჩვენი სამაია: შინაგან საქმეთა მინისტრი ქართუს კლერკი, თავდაცვის მინისტრი ქართუს კლერკი, სუს-ის ხელმძღვანელიქართუს კლერკი - აი სამაია, რომელიც მართავს საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს. ამაზე მეტი სასაცილო და სატირალი რა უნდა იყოს ამ ქვეყანაში, როდესაც ვიღაცის მიერ პირადად დაქირავებული ადამიანები განაგებენ საქართველოს ბედსა და მის მომავალს. სამარცხვინოც არის სასაცილოც და სატირალიც", -განაცხადა გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა