ოთარ კახიძე - 2012 წლის ბოლოდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას უშუალოდ პირადი გარემოცვით მართავს

2012 წლის ბოლოდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას უშუალოდ პირადი გარემოცვით მართავს, - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანლად გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურის ინიცირების შეფასებისას გააკეთა.

„2012 წლის ბოლოდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს პირადი ბანკირებით, პირადი დაცვის უფროსებით, პირადი ექიმებით, პირადი ბუღალტრებით და პირადი თანაშემწეებით. ეს არის მისი მართვის სტილი. ძირითადად ის არჩევს არაკომპეტენტურ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ არანაირი პოლიტიკური წარსული და წონა, არიან მხოლოდ მის წინაშე ანგარიშვალდებულები.

შესაბამისად, ეს ფიგურები საზოგადოების ინტერესებს არ და ვერ ემსახურებიან. ამიტომაც მიდის ქვეყანა უკან. ეს უკუსვლა ჩვენ უნდა შევაჩეროთ ივანიშვილის გასტუმრებით“, -განაცხადა დეპუტატმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა