მირიამ წიკლაური და ჯონდი ბაღათურია წამლის ფასების ზრდის შეჩერებას მოითხოვენ და პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ

„ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია და დეპუტატი მირიან წიკლაური საქართველოს პარლამენტს "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართავენ.

როგორც პროექტშია აღნიშნული, მისი მიზანია წამლის ფასების ზრდის შეჩერება და რეგულირება. პროექტის ძირითად არსს კი მედიკამენტების ფასებზე სახელმწიფო რეგულაციების დაწესება წარმოადგენს.

აღნიშნულ საკითხზე განმარტებები "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გააკეთა.

"მირიან წიკლაურთან ერთად კანონპროექტი მოვამზადეთ, რომელიც ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს, რუსეთის, იაპონიის, ინდოეთის მაგალითებს ეყრდნობა, სადაც პირდაპირი რეგულაციებია დაწესებული მედიკამენტების ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე. ანუ, ეს ეხება დამზადების ეტაპს, საბითუმო და საცალო ვაჭრობას. სახელმწიფო ადგენს მარჟას, რამხელა მარჟა შეიძლება ჰქონდეს ფასწარმოქმნის ყველა ეტაპზე მედიკამენტებს. თუ მედიკამენტი ჯდება 1 ლარი, მთავრობა დააწესებს მაგალითად ერთ ლარსა და 50 თეთრს და არ შეგეძლებათ გაყიდოთ 13 ლარად. ეს არ არის შამპანურის წარმოება, ეს არის ფარმაცევტიკა. ამით მთავრობა საკუთარ მოსახლეობას ზედმეტი ხარჯისგან დაიცავს", - განაცხადა ბაღათურიამ პრესკონფერენციაზე.

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების განხილვა ხვალ, საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში იგეგმება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს