ხატია წილოსანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტის უფროს მრჩეველს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) პრეზიდენტის უფროს მრჩეველს, კონსტანტინ ლიმიტოვსკის შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებებზე და შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

ხატია წილოსანმა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) წარმომადგენლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა დარგის ეფექტიანი განვითარების პროცესში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

„შეხვედრაზე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) მხრიდან საქართველოში სამელიორაციო ინფრასტრუქტურისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით უზრუნველყოფის მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე გამახვილდა ყურადღება.

როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელმა, კონსტანტინ ლიმიტოვსკიმ აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ პირებთან შეხვედრის მთავარი მიზანი სამომავალო თანამშრომლობისთვის კონკრეტული მიმართულებების გამოვლენა და აღნიშნული მიმართულებით არსებული ვითარების გაცნობა იყო.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა