თამარ ზამბახიძე - თუ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას, არც ერთ ქვეყანაში ეს მოსამართლის გათავისუფლების წინაპირობა არ არის

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რაც საქართველოს წინააღმდეგ მიიღება, მიმაჩნია, რომ საქართველოში სამართლის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი,“ - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა თამარ ზამბახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მასთან გასაუბრება მიმდინარეობს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თინა ბოკუჩავას კითხვაზე, რას ფიქრობს იმ შემთხვევაზე, თუ სტრასბურგის სასამართლო მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას შეცვლიდა, მოსამართლეობის კანდიდატმა უპასუხა, რომ ევროპული სასამართლოს ყველა განმარტება არის მნიშვნელოვანი.

„ევროპული კონვენცია ცოცხალი ორგანიზმია. მაგრამ არც ერთ ქვეყანაში თუ სტრასბურგის სასამართლო მიიღებს განსხვავებულ გადაწყვეტილებას და განსხვავებულად განმარტავს ამა თუ იმ საკითხს, ეს მოსამართლის გათავისუფლების და რაიმე ტიპის წარმოების დაწყების წინაპირობა არ არის“, - აღნიშნა ზამბახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო