ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში, ისა ალბაშა ალნოაიმს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამხედრო-სამრეწველო სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ელჩს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო