კახა კუჭავა - აუცილებელია ადეკვატური დაფინანსება, თუ გვინდა, რომ ახალი ტყის კოდექსის აღსრულება 2020 წელს სრულფასოვნად განხორციელდეს

აუცილებელია ადეკვატური დაფინანსება გვქონდეს, თუ გვინდა, რომ ახალი ტყის კოდექსის აღსრულება 2020 წელს სრულფასოვნად განხორიელდეს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ.

კუჭავას თქმით, სამი წლის წინანდელ ბიუჯეტთან შედარებით, მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის წარმოდგენილ ვარიანტში გარემოსდაცვითი მიმართულების კუთხით თანხები თითქმის 20 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც მისასალმებელია, თუმცა აღნიშნული საკმარისი მაინც არ არის.

ჩემთვის საინტერესო იყო მენახა გაორმაგებული ციფრები გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დაფინანსების კუთხით, რადგან აუცილებელია, რომ ეს სტრუქტურა ფინანსდებოდეს, კადრები გაიზარდოს და მათი პირობები გაუმჯობესდეს, მათ შორის ტექნიკური ფუნქციები, რომლებიც მათ აბარიათ და გარემოს დაცვის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე მთავარ დეპარტამენტს წარმოადგენს, ბოლომდე იქნას უზრუნველყოფილი.

ბევრი სხვა საინტერესო მიმართულებაც არის, დეტალებზე მსჯელობა მეორე მოსმენის დროს გვექნება. მაგალითად ტყის კოდექსი, რომელსა დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოწვევის პარლამენტში მივიღებთ და მოვასწრებთ ახალ წლამდე. აუცილებელია ადეკვატური დაფინანსება გვქონდეს, თუ გვინდა, რომ ახალი ტყის კოდექსის აღსრულება 2020 წელს სრულფასოვნად განხორიელდეს“, - აღნიშნა კუჭავამ.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს გარემოს დაცისა და ბუბენებრივი რესურსების კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო