ოთარ კახიძე შალვა თადუმაძეზე - გვახსოვს, წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლა მეორე სერიაა

ეს მორიგი პირია უკვე, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა ოთარ კახიძემ გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით განაცხადა და თეა წულუკიანის იურისტის დიპლომის საქმეც გაიხსენა.

„გვახსოვს, რომ ქალბატონი წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, რომ მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია. მერე გვახსოვს დაკავებები, ბედუკაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა, ჩატაევი ციხიდან გამოუშვა, ეს ყველაფერი წულუკიანმა გააკეთა.

ახლა მეორე სერიაა. ეს მორიგი პირია უკვე, რომლის იურიდიული განათლება არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ეს აღარ გვიკვირს უკვე, თუმცა ამ ყველაფრიდან უნდა გამოვიტანოთ აზრი და დავსვათ დიაგნოზი, რომ ეს ხელისუფლება არის შეუფერებელი, რომ მართავდეს ქვეყანას. არ შეიძლება მათ ჰქონდეთ სახელმწიფო სადავეები და იღებდნენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, იმიტომ, რომ არაფერს სასიკეთეს ასეთი ტიპის არაპროფესიონალური მართვა არ მოუტანს", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში საუბარია შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების შესაბამისობაზე კანონის მოთხოვნასთან.

„თავად კანდიდატის მიერ შერჩევის პროცესში წარმოდგენილი და ასევე სახალხო დამცველის აპარატის ხელთ არსებული დოკუმენტაცია აჩენს სერიოზულ კითხვებს შალვა თადუმაძის მიერ მიღებული უმაღლესი იურიდიული განათლების თაობაზე. კერძოდ: 1. დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო. 2. 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. 3. დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ.დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც აღნიშნული სახელწოდება მას ეწოდა ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს. 4. საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც მოიცავს 4 (ოთხ) კურსს“, - ნათქვამია ანგარიშში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა