დიმიტრი პესკოვი - მინდა გაგახსენოთ პრეზიდენტ პუტინის სიტყვები, რომ მოსკოვი არ შევა „რბოლაში“ ამერიკასთან

რუსეთის ლიდერის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დონალდ ტრამპი ახალი იარაღის შექმნაზე საუბრობს. კრემლის ინფორმაციით, მოსკოვი ყურადღებით აკვირდება ვაშინგტონის ქმედებებს ამ მიმართულებით.

„მინდა გაგახსენოთ პრეზიდენტ პუტინის სიტყვები, რომ მოსკოვი არ შევა ამ „რბოლაში“ ამერიკასთან, რადგან წლების წინ რუსეთმა გადადგა უდიდესი ნაბიჯი წინ, ტექნოლოგიური უპირატესობის, უსაფრთხოებისა და პარიტეტის უზრუნველყოფისთვის“, -აცხადებს პესკოვი.

მან ასევე ისაუბრა ვაშინგტონის გეგმებზე ახალ სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მსგავსი ქმედებები არღვევენ მცირე და საშუალო ზომის რაკეტების აღმოფხვრის შესახებ ხელშეკრულებას.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, დონალდ ტრამპმა ახალი ტიპის იარაღის შექმნის შესახებ გეგმებზე განაცხადა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო