ლევან ჯიქური - თავს დამნაშავედ არ ვცნობ - 50 დღე ვიშიმშილე, რომ გათავისუფლებისთვის მიმეღწია

მე დამნაშავედ არ ვცნობ თავს... 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია, - ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა ლევან ჯიქურმა განაცხადა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დღეს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჯიქურის თქმით, ექიმების ინფორმაციით, მძიმე არაა.

„ხელ-ფეხი მაქვს გაჩერებული, მიწვრილდება ხელიც, ფეხიც, ფილტვებზე პრობლემები დამეწყო. 50 დღე ვიშიმშილე, რომ ამ დღისთვის მიმეღწია,“ - განმარტა ჯიქურმა.

მან სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ 20 ივნისს აქციაზე ყოფნის მიზეზებიც განმარტა.

„მე იქ მივედი იმის გამო, რომ ხალხს ესროდნენ ტყვიებს. ჩემს მეუღლესთან ერთად მივედი, რომ ვინმეს რამეში დავხმარებოდი. სროლა რომ დაიწყო, თავდაცვის მიზნით გამოვიყენე ფარი,“ - განაცხადა ჯიქურმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებულებიდან ერთ-ერთი, ლევან ჯიქური დღეს გაათავისუფლეს.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ლევან ჯიქურმა ბრალი ნაწილობრივ აღიარა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ აქციაზე იმყოფებოდა და ფარსაც იყენებდა, თუმცა, ის ჯგუფურ ძალადობას უარყოფს.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა