ბელარუსის პრეზიდენტი - ჩვენ უკრაინა და პრეზიდენტი ზელენსკი მარტო დავტოვეთ

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინა დონბასის პრობლემასთან დაკავშირებით მარტო დატოვეს. „ჩვენ უკრაინა და პრეზიდენტი ზელენსკი ამ ტვირთით და პრობლემებით მარტო დავტოვეთ“,-განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა მინსკის ფორუმზე.

მისივე თქმით, ევროპა კი ისევ სიჩუმეს ინარჩუნებს.

„თქვენ ხვდებით რაზე ვსაუბრობ - ორივეს ვგულისხმობ, დასავლეთსაც და აღმოსავლეთსაც. ისინი ამ ახალგაზრდა კაცს მხოლოდ ქვებს ესვრიან, რომ საკუთარი ინტერესები გაატარონ“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ვლადიმირ ზელენსკიმ ბელარუსი უკრაინის მთავარ პარტნიორად დაასახელა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა