პროკურორი - ლევან ჯიქური ხედავდა რა ხდებოდა პარლამენტის მიმდებარედ, სადაც მოქალაქეთა ნაწილის მიზანი პარლამენტში შეჭრა იყო, ის აღნიშნულ მოქმედებებში მონაწილეობდა

ლევან ჯიქური ხედავდა რა ხდებოდა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეთა ნაწილის მიზანი პარლამენტში შეჭრა იყო, ის აღნიშნულ მოქმედებებში მონაწილეობდა, - ამის შესახებ 20 ივნისის აქციის საქმის პროკურორმა ვაჟა თოდუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

აღნიშნულით მან დაცვის მხარისა და ბრალდებულის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ჯიქური ჯგუფურ ძალადობას არ აღიარებს.

„არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ბრალდებული ჯგუფურ ძალადობაში სხვა მონაწილეებს იცნობს თუ არა. ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაციისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ის მონაწილეობდა საერთო მოქმედებებში, რომლის მიზანიც პარლამენტში შეჭრა იყო.

ლევან ჯიქურს ბრალად ედება, რომ მან გამოხატა პოლიციის მუშაკების მიმართ გარკვეული წინააღმდეგობა, განახორციელა ძალადობა იმ ფონზე, როცა მოქალაქეთა ნაწილის მიზანი იყო საქართველოს პარლამენტის შენობაში შესულიყვნენ. ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა ჩაიდინა. ის ხედავდა რა ხდებოდა საქრთველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეთა ნაწილის მიზანი პარლამენტში შეჭრა იყო, ის აღნიშნულ მოქმედებებში მონაწილეობდა და საერთო ძალისხმევას გამოხატავდა აღნიშნულ მოქმედებებში. სწორედ, აღნიშნულის შედეგად ბრალდება მას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა", - განაცხადა თოდუამ.

ამასთან, ჯიქურის ადვოკატმა დღეს განაცხადა, რომ შესაძლოა, ბრალდების მხარესთან საპროცესო შეთანხმებას მიაღწიონ. აღნიშნულთან დაკავშირებით კი, პროკურორმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს ჯერ არ მიუმართავს.

შემდეგი სასამართლო სხდომა 21 ოქტომბერს, 11:30 საათზე დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო