მამუკა მდინარაძე უმრავლესობის კიდევ რამდენიმე დეპუტატის მიერ მანდატის შესაძლო დატოვებაზე - ვცდილობთ, ესტაფეტა ბოკერიას პარტიას და "ნაცმოძრაობას" გადავცეთ

ვცდილობთ, რამენაირად ესტაფეტა ბოკერიას პარტიას და სააკაშვილის "ნაციონალურ მოძრაობას" გადავცეთ, - ამგვარი ხუმრობით პასუხობს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვანო ზარდიაშვილის შემდეგ დეპუტატის მანდატი შესაძლოა, მმართველი გუნდის კიდევ რამდენიმე წევრმა, მათ შორის მან და სოფო კილაძემაც დატოვონ და ისინი არც 2020 წლის საარჩევნო სიაში იქნებიან.

მამუკა მდინარაძის თქმით, ვინ იქნება 2020 წლის საარჩევნო სიაში, ამას "ქართული ოცნება" და პარტიის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს.

"რაც შეეხება 2020-ის სიას, ამას გადავწყვეტთ ჩვენ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და არა თქვენი წყაროები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება ვანო ზარდიაშვილის მიერ მანდატის დატოვებას, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ეს თავად ამ დეპუტატის გადაწყვეტილება იყო.

"ამ სიმართლეს მაინც ნუ დავუკარგავთ ამ კაცს, იმიტომ რომ დააბრალეს ათასი ტყუილი. ეს ერთი სიმართლე მაინც დავუტოვოთ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა