გურამ ჩალაგაშვილი - ხელისუფლებამ 30%-იანი ფასდაკლება ისწავლა - ხაზარაძეს მილიონი მოსთხოვეს და 700 000 გადაახდევინეს, ჩემთან იყო 1000, დამიკლეს და 700 გადამახდევინეს

ჩვენმა ხელისუფლებამ 30%-იანი ფასდაკლება ისწავლა. ხაზარაძეს მილიონი მოსთხოვეს და 700 000 გადაახდევინეს, ჩემთან იყო 1000, დამიკლეს და 700 გადამახდევინეს, - ასე გამოეხმაურა „გამარჯვებულო საქართველოს" ერთ -ერთი ლიდერი, გურამ ჩალაგაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩალაგაშვილი სამართალდამრღვევად სცნო და ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 700 ლარი დააკისრა.

„პირობას ვდებ, ამ თანხას ვინ გადაიხდის, თქვენ ყველას გაცნობებთ და ამაზე მომავალ კვირაში ვისაუბრებ. ის, რომ სამართალი არ არსებობს ამ ქვეყანაში და არაფერი არ არსებობს, ამაზე ორი აზრი არ არის. ჩემი დღევანდელი საქმე არაფერს არ ნიშნავს მაშინ, როდესაც პოლიტპატიმრები გვყავს დღეს, რომელთაც მხოლოდ და მხოლოდ თქვეს, რომ უყვართ საქართველო. შეუძლებელია, რომ დღეს სასამართლოს რომელიმე გადაწყვეტილებას ვინმე მოაზროვნე ადამიანი დაეთანხმოს. დაკავების ოქმი შედგა 4 საათსა და 10 წუთზე, შეტყობინება შევიდა 4 საათსა და 10 წუთზე და მესამე ოქმიც იგივე დროსაა დაწერილი, თან ერთი ადამიანი აწერს ამ ყველაფერს ხელს და მან ათ წამში 3 ოქმი როგორ შეადგინა? ჩვენ საქართველოში გვყავს „ქველმოქმედი" ადამიანი და მას გავუგზავნი ქვითარს და ან ბატონმა ბიძინამ გადაიხადოს ან იმ 20%-მა, რომელიც აღფრთოვანებულია მისით",- განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

მან საუბრის დასაწყისში ასევე მიმართა ირაკლი ოქრუაშვილს.

„ერთი თხოვნა მაქვს, რომ არ მოჭრათ. ჩემს მეგობარ ირაკლი ოქრუაშვილს მინდა მივმართო და ის მიხვდება. ბოლო იყო 78 500, რომ იცოდე ჩემო მეგობარო და გამძლეობას გისურვებ",-ასე მიმართა მან ირაკლი ოქრუაშვილს საუბრის დასაწყისში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა