ვახტანგ გომელაური ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, კარლ ჰარცელს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოში ავსტრიის, შვედეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის და სლოვაკეთის რესპუბლიკების ელჩები და ესპანეთის პოლიციის ატაშე. ვახტანგ გომელაური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ესაუბრა და ამ მიმართულებით არსებული აქტუალური გამოწვევები მიმოიხილა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სამართალდაცვით სფეროში სამინისტროს წარმატებულ საერთაშორისო თანამშრომლობასა და დანაშაულთან ბრძოლის კუთხით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს და შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის. მხარეებმა უვიზო მიმოსვლის წარმატებით განხორციელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა