სოფო კილაძე - საოცარია, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს

საოცარია, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მას 20 ივნისის მოვლენებზე აქციის მონაწილეთა დაზარალებულებად ცნობასთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს.

„მე მგონია, რომ 4-ზე მეტ ადამიანს უნდა ჰქონოდა დაზარალებულის სტატუსი, ამიტომ მე სერიოზული კითხვის ნიშნები მიჩნდება. მიჩნდება, რა თქმა უნდა, იმ გოგონასთან დაკავშირებით, რომელმაც თვალი დაკარგა და საოცარია, რატომ არ აქვს დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს. რატომ არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი მაკო გომურს და კიდევ სხვა ადამიანებს, რომლებიც ჩემი შეხედულებით შეიძლება იყვნენ დაზარალებულები, ამაზე პასუხი პროკურატურამ უნდა გაგვცეს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, საია-ს ინფორმაციით, 20 ივნისის მოვლენებზე დაზარალებულის სტატუსი 67 სამართალდამცავს და აქციის 4 მონაწილეს მიენიჭა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა