გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს 01:00 საათიდან 03:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში და დიდ დიღომში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე დენი დროებით გაეთიშებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დევენაანთხევი, ხევსურთსოფელი, საყდრიონი, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე - ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები და მიმდებარე სოფლებს, ასევე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე - სოფლებს: საყდრიონი, ხევსურთსოფელი.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე - საგურამოსა და ზედაზენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა