სპორტისა და განათლების კომიტეტების ერთობლივი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. კამათი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძესა და დეპუტატ სერგო რატიანს შორის სტუდენტების დაფინანსების საკითხს მოჰყვა.

თავდაპირველად სერგო რატიანმა სფეროს დაფინანსების საკითხზე კითხვით ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკურიძეს მიმართა, რის შემდეგაც აღნიშნულ საკითხზე პასუხი განათლების მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ გააგრძელა და მიმართა რატიანს, რომ ახლა ურო მეტი სტუდენტი ფინანსდება, ვიდრე იმ მოდელით, რომელსაც რატიანი ლობირებს, რამაც რატიანის გაღიზიანება გამოიწვია და განაცხადა, რომ აღნიშნული ტყუილია.

„მე ვლობირებ, რომ ნაკლები სტუდენტი დაფინანსდეს? თავისთავად ტყუილია, თითქოს მე ოდესმე მითქვამს, რომ დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა შემცირდეს",- განაცხადა რატიანმა.

ამის შემდეგ განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა რატიანს მოუწოდა, კითხვებზე პასუხს დალოდებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეკეთებინა რეპლიკა. სერგო რატიანმა სხდომათა დარბაზი საკუთარი კითხვების ამოწურის შემდეგ დატოვა.

მცირე შეკამათება მოხდა ასევე დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილსა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გენადი მარგველაშვილს შორისაც, რომელიც სკოლების სპორტულ ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა.

„დაწყნარდით", - მიმართა მარგველაშვილმა გოგიჩაიშვილის, რაზეც გოგიჩაიშვილმა უპასუხა: „რატომ უნდა დავწყნარდე?"

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა