ევროპის საბჭო შშმ პირთათვის სასამართლო შენობების მისაწვდომობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს

9 ოქტომბერს, ევროპის საბჭო გამართავს კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სასამართლო შენობების მისაწვდომობას ეხებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროპის საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კვლევის შედეგები ეყრდნობა 65 სასამართლო შენობის შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კვლევის ფარგლებში განხორციელდა 40 შენობის სისტემური აუდიტი და პარალელურად, 25 სასამართლო შეფასდა საველე სამუშაოების ჩასატარებელი კითხვარის მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ. პრეზენტაციას დაესწრებიან სასამართლოს, ხელისუფლებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და მედია.

კვლევა ჩატარდა სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მისაწვდომობის გაზრდა სასამართლო სისტემაზე. სამუშაო პროცესი მოიცავდა სასამართლო შენობების ტექნიკურ შესწავლას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს