გერმანიის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ - ვალტერ შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდა.

შტაინმაიერი საოკუპაციო ხაზთან მეუღლესთან ერთად ჩავიდა და იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. ასევე, ესაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს. ღონისძიება უშუალოდ ევროკავშირის მისიის მიერ დაიგეგმა. მისიის მონიტორებმა გერმანიის პრეზიდენტს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაცია პირადად გააცნეს.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ - ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს და საქართველოს პატრიარქს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს