პროექტის ,,ბათუმის ახალი სიცოცხლე“ განხორციელება იწყება

ქალაქ ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა, KfW- ს დაფინანსებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, პროექტის - "ბათუმის ახალი სიცოცხლე“ განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „შ.პ.ს ბათუმის წყალიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდება ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის გაფართოება და განვითარება. ჩაქვის წყალმომარაგების ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. მეჯინისწყლის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის გაფართოება. წყალმომარაგების 5 000 კუბ.მ. რეზერვუარის მშენებლობა ინჯალოსთან არსებული რეზერვუარების მიმდებარედ. წყალარინების ქსელის მოწყობა ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, მეჯინისწყლის, დაბა ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის დასახლებებში.

სამუშაოების ბიუჯეტი 60 მილიონ ევროს შეადგენს და პროექტი 2020-2025 წწ პერიოდში განხორციელდება.

"მინდა მივულოცო ჩემს ქალაქს, განსაკუთრებით კი, ადლიის, აეროპორტის, კახაბრის, მეჯინისწყლის, დაბა ხელვაჩაურის, მახინჯაურისა და მწვანე კონცხის ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს. დღეს ხელი მოეწერა ისტორიულ პროექტს, რომლის ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში შემოერთებულ ტერიტორიებზე სრულად მოეწყობა წყლისა და წყალარინების სისტემები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დანაპირები - შემოერთებული ტერიტორიების სწრაფი ურბანიზაცია, რომელსაც დღეს ხორცი შეესხა. მინდა მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო საქართველოსა და აჭარის მთავრობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესა და KfW ბანკს,“ - განაცხადა ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა