ლევან გოგიჩაიშვილი - ეს ბიუჯეტი არის პოპულისტური და გათვლილია 2020 წლის არჩევნების საყიდლად

ეს ბიუჯეტი არის პოპულისტური, გათვლილია 2020 წლის არჩევნების საყიდლად, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. გოგიჩაიშვილის თქმით, მისი კოლეგების ნაწილი "უპასუხისმგებლოდ იქცევა".

"ყველაზე მეტად ჩემი კოლეგების მიკვირს, რომლებიც არაფერს აკეთებენ და სხვასაც საშუალებას არ აძლევენ, საქმე გაკეთდეს. რამდენიმე ჩინოვნიკის იმედად უნდა ვიყოთ, როდის გაიღვიძებენ, როდის დაუკვეთავენ კვლევას, როდის განიხილავენ ის დეპუტატები, რომელთაც საკუთარი ინტერესის გარდა, არაფერი აინტერესებთ. ხელში თხის კუდი იმ ადამიანებს დაგვრჩება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, ჩვენმა შვილებმა და საზოგადოებამ ჯანსაღ სივრცეში იარონ. უუნარო, არაფრის მაქნისი, საკუთარ ეგოცენტრზე მორგებული ადამიანები გვყავს ხელისუფლებაში და ბევრი კოლეგა უპასუხისმგებლოდ იქცევა", - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და განათლების მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილებოდა. წარმოდგენილ პროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა. სხდომაზე დამოუკიდებელ დეპუტატ, ლევან გოგიჩაიშვილსა და კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს შორის მცირე კამათი მოხდა, რომელიც სპორტულ ინფრასტრუქტურას უკავშირდებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა