კიევში ადგილობრივი წამყვანი ტუროპერატორებისთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურომ უკრაინაში, კიევში ადგილობრივი წამყვანი ტუროპერატორებისთვის საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კიევში გამართულ პრეზენტაციას 100-მდე უკრაინელი ტურ-ოპერატორი და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წევრი 23 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.

,,უკრაინა ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან სამიზნე ბაზარს წარმოადგენს. ჩვენ ვიმყოფებოდით კიევში ქართულ ტურისტულ კომპანიებთან ერთად. ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობების უკეთ წარმოჩენის მიზნით კიევში ჩავატარეთ პრეზენტაცია რომელზეც მოწვეული გვყავდა 100-მდე წამყვანი უკრაინული ტურისტული კომპანია.

მსგავსი სახის ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის გაზრდას უშუალოდ საქმიანი ტურიზმის მიმართულებით. უკრაინაში ჩვენ თან გვყავდა ქართული კომპანიები, რომლებსაც მივეცით იმის საშუალება, რომ ადგილზე გაეცნოთ კომპანიები, დაემყარებინათ ახალი კავშირები და გაეღრმავებინათ ბიზნეს ურთიერთობები“ - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ამინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ღონისძიების ფარგლებში, ქართული კერძო სექტორისა და ადგილობრივი საქმიანი ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, B2B ფორმატში გაემართათ შეხვედრები და საქმიანი ურთიერთობები დაემყარებინათ, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის საქმიანი ტურიზმის თვალსაზრისით თანამშრომლობის გაღრმავებას. კიევში გამართულ ღონისძიებას საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ჯემალ გოგიტიძეც დაესწრო“. - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა