ნინო გოგუაძე - ჟენევის მოლაპარაკებების ეს რაუნდი განსაკუთრებით მწვავე იქნება

ჟენევის მოლაპარაკებების ეს რაუნდი განსაკუთრებით მწვავე იქნება და ქართული მხარის პოზიცია იქნება ძალიან პრინციპული ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, -ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ნინო გოგუაძემ განაცხადა.

მან ისაუბრა ჟენევის მოლაპარაკებების შესახებ და აღნიშნა, რომ განხილვები შეეხება როგორც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში არსებულ დღის წესრიგს, არამედ ბოლო პერიოდში არსებულ გართულებულ მდგომარეობასაც.

„ჟენევის განხილვები ამ რაუნდისთვის იქნება განსაკუთრებით მწვავე და ქართულ მხარეს, ბუნებრივია, გარდა იმ წესრიგისა, რაც ყოველთვის არის ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში, ექნება დამატებითი საკითხებიც. ჩვენ ვისაუბრებთ არა მხოლოდ იმ ექვსპუნქტიან შეთანხმებაზე, რომელიც ყოველთვის განიხილება ჟენევის ფორმატში, არამედ იმ გართულებულ მდგომარეობაზე, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და რომელიც მნიშვნელოვნად უწყობს ხოლმე ხელს ამ ადგილებში დესტაბილიზაციის შექმნას, ადამიანის უფლებების დარღვევას, უკანონო დაპატიმრებებს, დაკავებებს. ყველა ეს საკითხი, ბუნებრივია, იქნება განხილვის თემა ქართული მხარის მხრიდან“, - აღნიშნა გოგუაძემ.

მანვე უპასუხა კითხვას, თუ როგორი მოლოდინები აქვს ქართულ მხარეს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

„რომ ვისაუბროთ იმაზე, რა მოლოდინია, ამ რაუნდზე რუსეთის დელეგაცია იქნება წარმოდგენილი ახალი ხელმძღვანელით, რადგან შეიცვალა კარასინი და ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება წარმოდგენილი ამ მოლაპარაკებებში. განსაკუთრებულ მოლოდინს ბუნებრივია, არ შევიქმნით, მაგრამ ქართული მხარის პოზიცია იქნება ძალიან პრინციპული ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება და ამ შემთხვევაში კონკრეტულად იმ გართულებულ ვითარებაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და კონფლიქტისპირა სოფლებში, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნებოდა“, - განაცხადა გოგუაძემ.

თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
ქართული პრესის მიმოხილვა 17.10.2019
ზურაბ ბატიაშვილი - სირიაში შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე მოგებულ პოზიციაში რუსეთი აღმოჩნდა, რაც ცუდი სიგნალია პროდასავლური ქვეყნებისა და ძალებისთვის
რატომ და რამდენით შემცირდა საკრედიტო ბარათების საპროცენტო განაკვეთი საქართველოში
კომპანია „ჰიდროდიაგნოსტიკამ“ ჟინვალჰესის ადრეული შეტყობინების პროექტზე მუშაობა დაასრულა და სატესტო რეჟიმში გაუშვა
„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა
პროექტი „სტარტაპ ანბანი“ "ტერაბანკის" მხარდაჭერით გრძელდება
Wolt და Mastercard მომხმარებელს ახალ, შეუფასებელ აქციას სთავაზობს
"ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" - ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის დაიწყო