ერდოღანის თანაშემწე - თურქეთის სამხედრო ძალები სირიის საზღვარს „მალე გადაკვეთენ“

თურქეთის სამხედრო ძალები და სირიის თავისუფალი არმია სირიის საზღვარს „მალე გადაკვეთენ“, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ფაჰრეთინ ალთუნმა დღეს დილით განაცხადა.

“ქურთებს ორი არჩევანი აქვთ : ან ჩვენ მხარეს უნდა გადმოვიდნენ, ან მოგვიწევს მათი შეჩერება, რათა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ჩვენს ბრძოლას ხელი არ შეუშალონ,“ - წერს ფაჰრეთინ ალთუნი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

თურქეთის სამხედრო ძალების ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით „როიტერსმა“ დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთმა სირია-ერაყის საზღვარზე სამხედრო დარტყმა განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, დარტმის მიზანი სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ქურთების შეიარაღებული ძალებისთვის ერაყ-სირიის სატრანზიტო მარშრუტის გამოყენების შესაძლებლობის მოსპობა იყო.

ჯერჯერობით უცნობია, რა სახის ზიანი და დანაკარგი გამოიწვია აღნიშნულმა სამხედრო თავდასხმამ. „როიტერსის“ ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ეს იყო საჰაერო დარტყმა, მეორემ კი განაცხადა, რომ თურქეთის დაზვერვის სამსახურისა და სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული ერთობლივი ოპერაციისას „სხვადასხვა საშუალება გამოიყენეს.“

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა