გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ოქტომბერს 01:00 საათიდან 03:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში და დიდ დიღომში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე დენი დროებით გაეთიშებათ მომხმარებლებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: დევენაანთხევი, ხევსურთსოფელი, საყდრიონი, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე - ღულელები, თრანი, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი, გუდანელები და მიმდებარე სოფლებს, ასევე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე - სოფლებს: საყდრიონი, ხევსურთსოფელი.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდებათ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, სხალტბა და მიმდებარე სოფლებს, ხოლო 12:00 საათოდან 18:00 საათამდე - საგურამოსა და ზედაზენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა