ევროპის საბჭო შშმ პირთათვის სასამართლო შენობების მისაწვდომობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის პრეზენტაციას გამართავს

ევროპის საბჭო გამართავს კვლევის შედეგების პრეზენტაციას, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სასამართლო შენობების მისაწვდომობას ეხებოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროპის საბჭოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კვლევის შედეგები ეყრდნობა 65 სასამართლო შენობის შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. კვლევის ფარგლებში განხორციელდა 40 შენობის სისტემური აუდიტი და პარალელურად, 25 სასამართლო შეფასდა საველე სამუშაოების ჩასატარებელი კითხვარის მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა.

„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართავენ. პრეზენტაციას დაესწრებიან სასამართლოს, ხელისუფლებისა და თბილისის მერიის წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები და მედია.

კვლევა ჩატარდა სასამართლო რეფორმის მხარდასაჭერად, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების მისაწვდომობის გაზრდა სასამართლო სისტემაზე. სამუშაო პროცესი მოიცავდა სასამართლო შენობების ტექნიკურ შესწავლას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა