გიორგი გახარია პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური, პრემიერ-მინისტრის პირველ საგარეო ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, „რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები, როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით“.

„2019 წლის 9 ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრი ეწვევა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, შემდეგ კვირას ვიზიტი შედგება სომხეთში. ასევე, მზადდება პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ვიზიტი ბრიუსელში შედგება ევროკომისიაში ამჟამად მიმდინარე საკადრო საკითხების დასრულებისთანავე, როგორც კი განახლებული ევროკომისია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს