ირლანდიაში საქართველოს ელჩი დუბლინის ახალ ლორდ-მერს შეხვდა

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი დუბლინის ახალ ლორდ-მერს, პოლ მაკ ოლიფს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს,

საქართველოს ელჩმა პოლ მაკ ოლიფს მიულოცა დუბლინის ლორდ-მერის თანამდებობაზე არჩევა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირლანდიას და საქართველოს ბევრი საერთო აქვს და წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. დუბლინის ლორდ-მერმა დაადასტურა საქართველოს მხარესთან მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისათვის მზადყოფნა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ თბილისი და დუბლინი 2014 წელს დამეგობრდნენ, როდესაც თბილისის მერის დუბლინში ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პარტნიორული ურთიერთობები თბილისსა და დუბლინს შორის შემდგომში უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის თანაორგანიზებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა.

გიორგი ზურაბაშვილმა პოლ მაკ ოლიფი, როგორც თბილისთან დამეგობრებული ქალაქის მერი, თბილისში მოიწვია ვიზიტით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს