შალვა თადუმაძე - წელიწადნახევარია ადამიანთა ჯგუფი ცდილობს შექმნას ლეგენდა, რომ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი

წელიწადნახევარია ადამიანთა ჯგუფი ცდილობს შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობს.

თადუმაძეს დიპლომთან დაკავშირებული კითხვები ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ დაუსვა. მამუკა მდინარაძე დაინტერესდა, რატომ არ ფიქსირდება მისი უნივერსიტეტი იმ იურიდიული სახელწოდებით არც 2003 წლამდე და არც 2003 წლის შემდეგ, რაც მის დიპლომშია მითითებული.

„2003 წლის შემდეგ არ ვიცი რა სახელწოდება და როგორი რეორგანიზაცია განიცადა აღნიშნულმა უმაღლესმა სასწავლებელმა, თუმცა დიპლომში რაც წერია, იმ სახელით ოპერირებდა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. წელიწადნახევარია ადამიანთა ჯგუფი ცდილობს შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი. ახლა არის მცდელობა შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მაგრამ გარდა ეჭვებისა, არაფერი დოკუმენტი არ არსებობს, რადგან ბუნებაში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაასაბუთებს, რომ მე იურიდიული განათლება არ მაქვს. 1998 წელს არ დამთავრებულა ჩემი იურიდიული განათლება და ამ სფეროში საქმიანობა. მესმის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესია. 18 წლის მანძილზე არასოდეს შექმნილა არც ერთი დოკუმენტი, რომ ჩემი დიპლომი ეჭვქვეშ დამდგარიყო, ვიყავი რა აქტიური იურისტი“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის