ანრი ოხანაშვილმა ODIHR-ის დამკვირვებლებს სთხოვა, კომიტეტის სხდომაზე, სადაც შალვა თადუმაძეს უსმენენ, „ნაცმოძრაობის“ წევრების ქცევა დააფიქსირონ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სურთ კომიტეტის სხდომა ისე წარმართონ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატისგან, მოქმედი გენერალური პროკურორისგან კომიტეტმა კითხვებზე პასუხი ვერ მიიღოს.

ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომაზე ეუთო /ოდირის დამკვირვებლებს სთხოვა დააფიქსირონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ქცევა და ეს ანგარიშში ასახონ.

„მინდა ეუთო/ ოდირის დამკვირვებლებს ვთხოვო დააფიქსიროთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების ეს ქცევა და პოზიცია. მე თქვენთვის არასდრო მომიმართავს დაგეფიქსირებინათ მსგავსი ქცევა. როგორც მონიტორინგის ჯგუფს მოგიწოდებთ დააფიქსიროთ თქვენს ანგარიშში ის ქცევა, რასაც ადგილი ჰქონდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, რასაც კადრულობენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომ არ სურთ პროცესი წარმართონ ისე, რომ მივიღოთ შეკითხვებზე პასუხი. ეს დააფიქსირეთ ყველას გთხოვთ! გვაქვს გამოყოფილი დრო, პოლიტიკურად შეთანხმებულები ვართ, აქამდე შეთანხმებას მივყვებით და დაიცავით ეს პოლიტიკური შეთანხმება, შემდეგ კი, კომიტეტის გადაწყვეტილება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს უსმენენ. რამდენიმე წუთის წინ სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კომიტეტის სხდომაზე მალხაზ მაჩალიკაშვილის დაშვებას ითხოვდნენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს