სოფო კილაძე - „ნაცმოძრაობის“ მიზანია, საზოგადოებას არ მისცენ საშუალება, მოისმინონ შალვა თადუმაძის პასუხები და ცდილობენ, ეს პასუხები მასკარადით გადაფარონ

ესენი რასაც აკეთებენ, არის მასკარადი და ასეთი რამ არ ხდება არც ერთ ქვეყანაში, - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ქმედებები ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ, მას შემდეგ, რაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შალვა თადუმაძის მოსმენისას გარკვეულ ხმაურს და დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.

სოფიო კილაძე საერთაშორისო დამკვირვებლებს სთხოვს, იურიდიულ საქმეთა კომიტეტზე მომხდარი ინციდენტი მოინიშნონ.

„აი, ამერიკის საელჩო არის აქ და არ მინახავს მაგალითად, რომელიმე სენატორი იქცევა ასე? ასე დესტრუქციულად არ აძლევენ საშუალებას დეპუტატებს კითხვები დასვან. სწორედ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, რომ საზოგადოებას არ მისცენ საშუალება მოისმინონ ბატონი შალვა თადუმაძის პასუხები და ცდილობენ, ეს პასუხები გადაფარონ მასკარადით, შოუებით. ძალიან გთხოვთ, დააფიქსირეთ ყველა გამოვლინება ამათი საშინელი საქციელის,“- განაცხადა სოფიო კილაძემ.

ცნობისთვის, ასეთივე თხოვნით მიმართა საერთაშორისო დამკვირვებლებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, კომიტეტზე დასწრება სურს მალხაზ მაჩალიკაშვილს და მას ამის საშუალებას არ აძლევენ. სწორედ ამ განცხადებას მოჰყვა ხმაური და დაპირისპირება სხდომაზე.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2020
დავით მირცხულავა - ბეტონის გრავიტაციული კაშხლის სეისმური ზემოქმედების გამო დანგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა, კვლევებიდან გამომდინარე, „ნამახვანი“ მაღალსაიმედოა
ვის ჩაუტარდება კლინიკა „ნიუმედში“ Covid 19-ის სწრაფი ტესტირება, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტით და D-დიმერის კვლევა უფასოდ? - ინტერვიუ კლინიკის დირექტორ ნათია ბულაცაშვილთან
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა
ირმა ინაშვილი - ჩვენ დამოუკიდებლად ვმოქმედებთ და ვაკეთებთ იმას, რასაც სინდისი გვკარნახობს! (R)