ხვალიდან თბილისში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას 60 ISUZU-ს მარკის ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი მოემსახურება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ევროპის მოედანზე, ახალი ავტობუსების პრეზენტაციისას განაცხადა.

„თბილისისთვის შევიძინეთ 220 ერთეული ISUZU-ს მარკის ავტობუსი. 60 უკვე თბილისშია და ხვალიდან დედაქალაქის მოსახლეობას ეს ძალიან ლამაზი ავტობუსები მოემსახურება. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუმრებს თურქეთიდან მხარდაჭერისთვის, რომ ასე დროულად შეძლეს ავტობუსების წარმოება და მოწოდება. ამ წლის ბოლომდე ჩვენ მიერ შესყიდული ყველა ავტობუსი დედაქალაქში იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: ხვალიდან თბილისში 60 ახალი ავტობუსი იმოძრავებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა