მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, სურდა თვალებში ჩაეხედა თადუმაძისთვის და მოესმინა მისგან პასუხები, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს

მალხაზ მაჩალიკაშვილმა მე-5 სართული, სადაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, დატოვა.

მას შესთავაზეს, რომ სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შალვა თადუმაძეს უსმენენ, დასწრებოდა არა უშუალოდ კომიტეტის დარბაზში, არამედ აივნიდან, თუმცა ამაზე მაჩალიკაშვილმა უარი განაცხადა.

მისი თქმით, მას სურდა თვალებში ჩაეხედა თადუმაძისთვის და მოესმინა მისგან პასუხები, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

ამ წუთებში მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ოთახში იმყოფება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა