მზია თოდუა შალვა თადუმაძეზე - კაცს ამდენი თანამდებობა ჰქონდა და ახლა დიპლომის ეჭვქვეშ დაყენება, სწორად არ მიმაჩნია

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი მზია თოდუა "თითიდან გამოწოვილს" უწოდებს საკითხს, რომელიც შალვა თადუმაძის დიპლომის ხარისხს ეხება.

მზია თოდუას განცხადებით, შალვა თადუმაძემ მოსამართლეობის კანდიდატობისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პროცედურა გაიარა, მანამდე კი არაერთ თანამდებობაზე უმუშავია, ამიტომ ამ საკითხზე ახლა საუბარი უცნაურად გამოიყურება.

მისი თქმით, აქ ყველაზე მთავარი ისაა, რომ უზენაეს სასამართლოში უნდა გამწესდნენ მოსამართლეები, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმითა და დამოუკიდებლობით გამოირჩევიან. თოდუას თქმით, ასევე ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ უზენაეს სასამართლოში ამ დროისთვის შექმნილია ვითარება, როდესაც მხოლოდ 7 მოსამართლეა სასამართლოში, აქედან ერთს დეკემბერში ეწურება ვადა.

მისივე განცხადებით, თუ პარლამენტმა დროულად არ გადაწყვიტა ეს საკითხია, შესაძლოა სასამართლომ ფუნქციონირება შეწყვიტოს, ამით კი საზოგადოება დაზარალდება.

"მე, კანდიდატების შერჩევაში არ ვმონაწილეობდი, ამაში ჩახედული არ ვარ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ეს არის თითიდან გამოწოვილი. იცით, რატომ? ძალიან უცნაურად გამოიყურება, კაცს ამდენი თანამდებობა ჰქონდა, ადვოკატად მუშაობდა, კანცელარიაში მუშაობდა, პროკურორია და ახლა დიპლომის ეჭვქვეშ დაყენება არ მიმაჩნია სწორად. მგონია, რომ ეს არ არის ის მთავარი საკითხი, რაზეც უნდა იყოს დავა. მე, რომ გავდიოდე ამ კონკურსს, შეიძლება ჩემი დიპლომიც საეჭვოდ გახადონ იმ თვალსაზრისით, რომ მე დამთავრებული მაქვს კომუნისტების დროს, 1981 წელს. მაშინ სხვა სისტემა იყო და არა ის, რაც ახლაა, ორსაფეხურიანი: ბაკალავრიატი და მაგისტრატურა. ბუნებრივია, ეს კანონში დარეგულირებულია, მაგრამ ვიღაცას რომ დასჭირდეს იტყვიან, თოდუას მარტო 5-წლიანი განათლება აქვს. ანუ გააჩნია, როგორ შეხედავთ ამ საკითხს", - განაცხადა მზია თოდუამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს