თადუმაძე - ჩემთვის, როგორც იურისტისთვის არაფერს ამბობს, რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, რადგან დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არაა

ის რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის როგორც იურისტისთვის არაფერს არ ამბობს, რადგან დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებებით, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 20 ივნისის საქმის გამოძიებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც თადუმაძემ აღნიშნა, საქმე, რომელსაც იძიებს პროკურატურა რთულია იმ საქმისგან, რომელსაც შსს-ს იძიებს. თადუმაძე განმარტავს, რომ რთულია იმ პირების იდენტიფირება კადრებშიც კი ვინც სპეციალური აღჭურვილობებით იმყოფებოდა აქციაზე.

„20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიებაში ჩართულია ერთი მხრივ შსს, რომელიც ახორციელებს თავისი ქვემდებარეობის მიხედვით გამოძიებას და მეორე მხრივ, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, რომელიც სამართალდამცველების მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაულებზე რეაგირებას ახდენს. ზოგადად გამოძიების ნაწილში დაზარალებულების ცნობა არ არის თვლით - იქ 4-ია აქ 67 და რა ხდება? მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ საკითხზე, რომ შსს ახორციელებს გამოძიებას იმ ნაწილში, რომელიც თავისი საგამოძიებო ხასიათიდან გამომდინარე გაცილებით მარტივია, ვიდრე პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის. უამრავი ვიდეომასალა, რომელსაც გამოძიება ამუშავებს, მოქალაქეების იდენტიფიცირებები გაცილებით უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით იმყოფებოდნენ აღნიშნულ აქციაზე. ის შემთხვევები, სადაც მოხდა იდენტიფიცირება, ყველა ეს პირი ბრალდებულად არის ცნობილი და ის შემთხვევები, სადაც ამ პირების მიერ განხორციელოებული ქმედების დაზარალებული გამოიკვეთა, ყველა ის პირი დაზარალებულად ცნობილია“, - განაცხადა თადუმაძემ.

გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებას, როგორც მისი ისე ნებისმიერი ზედამხედველი კურატორის მხრიდან აქვს მითითება, რომ შესაბამისი სტანდარტის შექმნის შემთხვევაში, სწაფად მოხდეს პირის როგორც ბრალდებულად ისე დაზარალებულად ცნობა.

„ის რომ 67 პოლიციელი და 4 მოქალაქეა დაზარალებულად ცნობილი, ჩემთვის როგორც იურისტისთვის არაფერს არ ამბობს, იმიტომ, რომ დაზარალებულები და ბრალდებულები თვლით არ არის, არის მტკიცებულებებით. მესმის პოლიტიკური სურათია, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ ეს პროკურატურის და იურიდიული მსჯელობის საგანი არ არის. სახელმწიფო არ არის დანაშაულის ჩამდენი პროკურატურისთვის და იურიდიულად. ეს პოლიტიკური ასპექტია, რომ 20 ივნისს სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა და რეაგირება არ ხდება. ვინ ჩაიდინა კონკრეტულად რა დანაშაული ეს გამოძიების საკითხია. რაც არ უნდა პოლიტიკური მოთხოვნა იყოს, თუ ადამიანს დანაშაული არ ჩაუდენია და ამის სტანდარტი არ არსებობს, პროკურატურა ბრალს ვერ წაუყენებს“, - განაცხადა თადუმაძემ.

რაც შეეხება გამოძიების ვადებს, როგორც გენერალური პროკურორი ამბობს, ის კონკრეტულ ვადებზე ვერ ისაუბრებს გამოძიების და საქმის სირთულიდან გამომდინარე.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს