სულხან სალაძე - წარმოუდგენელია, ვსაუბრობდეთ გენერალურ პროკურორზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე და იქ იყოს დიპლომთან დაკავშირებული პრობლემა

წარმოუდგენელია, ვსაუბრობდეთ გენერალურ პროკურორზე, ვსაუბრობდეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეზე და იქ იყოს დიპლომთან დაკავშირებული პრობლემა, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ შალვა თადუმაძე ან „ქართული ოცნება” აღიარებს დიპლომთან დაკავშირებულ პრობლემას, რადგან ამის აღიარება „ნიშნავს იმას, რომ მათ კანონის დარღვევით გაამწესეს თავის დროზე გენერალურ პროკურორად თადუმაძე”.

„დიპლომი არის ის საკითხი, რაზეც ვფიქრობ, რომ დღეს პარლამენტში უნდა დაისვას კითხვა. ასევე, უნდა დაისვას კითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ერთი წელი არ იყო გასული, რაც ბატონი თადუმაძე გამწესდა გენერალურ პროკურორად და გამოთქვა სურვილი გადასულიყო უზენაეს სასამართლოში, როდესაც მთელი პროცესი ვიხილეთ თავის დროზე გენერალურ პროკურორად გამწესების ნაწილში. მთელი მმართველი პარტია უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ შალვა თადუმაძე საუკეთესო გენერალური პროკურორი იქნებოდა და ის სწორედ ის კადრი იყო, რომელიც სჭირდებოდა პროკურატურას. ახლა მნიშვნელოვანია გვითხრას, ასე სწრაფად რატომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაინაცვლოს უზენაეს სასამართლოში ან რატომ მიაღებინეს ეს გადაწყვეტილება. აქ საინტერესოა ისიც, რომ თადუმაძე არ არის ერთადერთი, მისი მოადგილე, ბატონი ვასაძეც გამოთქვამს სურვილს და ორივე ნომინირებულია პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ. რაც შეეხება დიპლომის ნაწილს, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი კითხვა ჩნდება ამ პროცესში”,- განაცხადა სალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა