თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ნაცვლად, შალვა თადუმაძეს შეკითხვებს თავად დაუსვამს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ნაცვლად იურიდიული კომიტეტის სხდომაზე თავად გააჟღერებს კითხვებს, რომელიც მაჩალიკაშვილს აქვს გენერალური პროკურორის მისამართით. როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, ის აღნიშნულისთვის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობისთვის" განკუთვნილ დროს გამოიყენებს. ბოკუჩავას თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში მაჩალიკშვილი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოთახში იქნება და სწორედ იქიდან ადევნებს თვალს პროცესებს.

„მაჩალიკაშვილი დარბაზში არ შეუშვეს, რადგან, როგორც მან განმარტა, გენერალურ პროკურორს უბრალოდ მისი თვალებში ჩახედვის ეშინია. ჯერ გადაწყვიტეს, რომ არ შემოეშვათ, მერე შემოუშვეს პარლამენტში, მერე გადაწყვიტეს, რომ ზემოთ აეშვათ, რადგან თვალის კონტაქტი არ მომხდარიყო სავარაუდოდ, გენერალურ პროკურორსა და მაჩალიკაშვილს შორის. მე ვაპირებ, რომ გავაჟღერო ის კითხვები, რაც მაჩალიკაშვილს ექნებოდა, იმ დროის ფარგლებში, რაც გამოყოფილია „ნაციონაური მოძრაობის“ ფრაქციისთვის. ახლა მაჩალიკაშვილი იმყოფება ფრაქციის ოთახში და აპირებს, რომ უბრალოდ თვალყური ადევნოს კომიტეტის მიმდინარეობას, რადგან მათ შორის ამ საკითხზე უნდა დავსვა კითხვები და ბუნებრივია, აინტერესებს პასუხი, რასაც მივიღებ",-განაცხადა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა