შალვა თადუმაძე ოთარ კახიძეს - შეცდომაში ნუ შეგყავთ საზოგადოება, მე არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი

მე არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი“, - ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს.

ოთარ კახიძემ მას უთხრა, რომ მისი გენერალური პროკურორობის დროს, ახალქალაქში ოპოზიციის შტაბში შევარდნენ მისი პარტიის აქტივისტები.

„მე პარტია არ მაქვს და შეცდომაში ნუ შეგყავთ საზოგადოება, მე არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი,“- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ოთარ კახიძემ ჩამოთვალა ინციდენტები, სადაც გარკვეული პირები პოლიციელებზე ძალადობენ და დასუჯელები არიან დღემდე.

„ეს ხდება იმიტომ რომ თქვენ რომ პარტიის წევრი არ ხართ, იმ პარტიასთან არიან გარიგებულები, ხოლო თქვენ გენერალური პროკურორი უზრუნველყოფთ მათ დაუსჯელობას, ხოლო „გავრილოვის ღამეს“ მოქმედ პირებს განსაკუთრებული ენთუზიაზმით 6-დან 9 წლამდე მუხლებს უყენებთ. ეს არის თქვენი როგორც გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობა“, -განაცხადა ოთარ კახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს