საკრებულოში განმარტავენ, რა შემთხვევაში დადგება ილია ჯიშკარიანისთვის დეპუტატის უფლებამოსილებას შეჩერების საკითხი

ველოდებით პროკურატურას, როგორც კი ის მიმართავს სასამართლოს და აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი იქნება პატიმრობა, ჩვენ, იურიდიულ საკითხთა კომისია, ავტომატურ რეჟიმში, დავაყენებთ დეპუტატის უფლებამოსილებას შეჩერების საკითხს საკრებულოს სხდომაზე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანთან დაკავშირებით განაცხადა.

ლევან ჟორჟოლიანის თქმით, საკრებულოს წევრებისთვის მიუღებელია ყველანაირი ტიპის ძალადობას, ვის მიერაც არ უნდა იყოს ეს განხორციელებული.

„საკრებულოს პოზიცია ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაჟღერდა, რომ ჩვენ ვგმობთ ყველანაირი სახის ძალადობას, როგორიც არ უნდა იყოს ეს და ვის მიმართაც არ უნდა იყოს და ასევე, განურჩევლად იმისა, თანამდებობის პირი ჩაიდენს ამას თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი.

აქტიურად ვადევნებთ თვალყურს გამოძიებას. ვფიქრობთ, რომ გამოძიებამ უმოკლეს ვადებში უნდა გასცეს პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არსებობს როგორც საქმეზე, ასევე, საზოგადოებაში. რაც შეეხება ილია ჯიშკარიანის პასუხს, ჩვენ ველოდებით პროკურატურას, როგორც კი ის მიმართავს აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს, თუკი მოთხოვილი იქნება პატიმრობა და შესაბამის განჩინებას გამოიტანს სასამართლო, ჩვენ ავტომატურ რეჟიმში, იურიდიულ საკითხთა კომისია, დავაყენებთ დეპუტატის უფლებამოსილებას შეჩერების საკითხს საკრებულოს სხდომაზე", - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს ბრალი ოფიციალურად გუშინ, საავადმყოფოში გააცნეს. სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. რაც შეეხება თამთა თოდაძეს, რომელიც ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს